უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-ი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს ავრცელებს.
აუდიოჩანაწერით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, გამოცემის ცნობით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ.
გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, სააკაშვილი და ადეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.