მამუკა მდინარაძე Obozrevatel-ზე დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერზე - ვიდრე ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურდება, მასზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება

სანამ გამოძიება არ დაინტერესდება მსგავსი დეტალებით და ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურდება, ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, - ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მდინარაძე გამოეხმაურა Obozrevatel-ზე დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერს.

მდინარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ დანაშაულის მომზადების შესახებ "ნაციონალური მოძრაობიდან" ერთზე მეტ ადამიანს შეიძლება სცოდნოდა. "ვიდრე გამოძიება არ დაინტერესდება მსგავსი დეტალებით და ავთენტურობა არ დადასტურდება, ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ავთენტურობა დადასტურდება გარკვეული დროის შემდეგ, კიდევ უფრო დეტალური ანალიზი იქნება საჭირო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. როგორც ჩანს, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ერთი ადამიანის გარდა, შეიძლება სცოდნოდათ სხვებსაც, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერავინ იტყვის კატეგორიულად. ჩვენ ვნახეთ ბატონი გვარამიას გამოსვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ წინასწარ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ. რაც შეეხება ჩანაწერს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სამართალდამცველებთან ერთად დეტალურად არ შეისწავლიან ამ თემას, არ შეიძლება სერიოზული კომენტარები გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დასადგენია, ვინ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ, რამდენად იყვნენ ისინი ჩართული, რისი ეჭვიც დამატებით გააჩინა ამ ჩანაწერმა,"- განაცხადა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-ზე დაყრდნობით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს ავრცელებს. აუდიოჩანაწერით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა