დავით ბაქრაძე - თბილისში ორი ოლქი შეგნებულად ღია დარჩა, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს ცნობად სახეებთან და საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი

ორი ადგილი დარჩა ღია შეგნებულად და საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მათი ჩართვის მიზნით და საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არა მხოლოდ პოლიტიკური სურათი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ თბილისის მაჟორიტარების კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ოთხ კანდიდატს ვთავაზობთ ოპოზიციურ ფორმატს: ვაკეში - ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ისანში - გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი, ორ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში და გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. 2 ადგილი ღია დარჩა შეგნებულად და საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მათი ჩართვის მიზნით და საზოგადოებრივ ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არამხოლოდ პოლიტიკური სურათი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა