ლევან ხაბეიშვილი - ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში

ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იზრუნებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და „ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დასრულდეს”.

„ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში და ამისთვის საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად ყველა ერთად დავორგანიზდეთ, კრიმინალები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან და 24-საათიან რეჟიმში ვიზრუნოთ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ამ ქვეყანაში ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა.

ამისთვის მე მზად ვარ, მათ შორის იმ რაიონში საბრძოლველად, რაზეც გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს არის სამგორის რაიონი. შესაბამისად, როგორც რიგითი ჯარისკაცი ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დასრულდეს იმიტომ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას, ერს სჭირდება.

რაც შეეხება ბრძოლის ხერხებს, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, არა მხოლოდ ჩვენს რაიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორც ვაკეთებდით აქამდე. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.

ვიცით, რომ ამ ხალხმა მიგვაჩვია ამერიკელი კონგრესმენების გინებას, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება ხოლმე, კადიროვი რომ არ გააღიზიანონ, ამაზე ყველა ჩამოდგება და იტყვის ხოლმე, რომ ახლა ჩუმად ვისაუბროთ, რათა ჩვენი მტერი არ გაღიზიანდეს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი იქნება. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს