შალვა შავგულიძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, - ამის შესახებ შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად წარადგინა.

მან კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს ამ ნდობისთვის, იმავდროულად, რა თქმა უნდა, მეც და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ვიღებთ ამ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად და იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ამას შევძლებთ ერთად”, - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე, შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს