ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანი იქნება გავიაზროთ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრძოლაში გავიაზროთ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში განაცხადა, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. ლევან ხაბეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად სამგორში დასახელდა.

"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს გასიგრძეგანებული აქვთ არის ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მაგალითად ამერიკელ კონგრესმენებს კორუმპირებულებს ეძახის, თუმცა ამავე დროს კადიროვთან დაკავშირებით ერთ ზედმეტ წინადადებას ვერ დააცდევინებ მარტივი მიზეზის გამო, დღეს ჩვენი ქვეყანა ჩაბარებულია რუსეთს, ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს, რომლის ინტერესია, რომ თავად გამდიდრდეს, თავისი ჩინოვნიკები გაამდიდროს, რაც შეეხება მოქალაქეებს, გვახსოვს გერმანიაში გაისტუმრა ხალხი სამუშაოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რაშიც დარწმუნებული ვარ და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს წვლილი ოლიგარქიის დასრულებაში," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო