ელენე ხოშტარია - ამ არჩევნებზე არ მოხდება მხოლოდ სახელების და გვარების ცვლილება, ეს იქნება სისტემური ცვლილება

ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად წარადგინა.

ხოშტარიას განცხადებით, თბილისში მოქალაქეების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან საპასუხისმგებლო ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის ერთობა, რომელიც არის აქ და რომელიც შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, არის ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რის გარეშეც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით ჩვენ ამაში ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარი იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ნაძალადევში კი შალვა ნათელაშვილი იყრის კენჭს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა