გიორგი ვაშაძე - დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

მისივე თქმით, ეს არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის.

„დღეს არის დღე, როცა ეროვნული თანხმობის იდეა იმარჯვებს დაპირისპირებაზე, როცა აღმშენებლობის იდეა იმარჯვებს ამ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს მართლა ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი. ჩვენ ვაკეთებთ არა იმას, თუ რა უნდა პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ იმას რაც უნდა ხალხს და ხალხი ჩვენგან ითხოვს შეთანხმებას და თანხმობას. საქართველოს გააჩნია საოცარი პერსპექტივა განვითარების და საოცარი აღმშენებლობის პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ დღვანდელი დღე არის ჩანასახი იმ სრულიად ახალი თაობის კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში და იქნება ხალხის სამსახურში, ადამიანის გაჭირვებასა და პრობლემაზე ორიენტირებული. ეს არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა