მამუკა მდინარაძე - ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია - 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს

ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 117 ხმით მოხდეს.

„საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს მოსახლეობიდან წამოვიდა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი საზოგადოება ეთანხმება იმ ცვლილებებს, რაზე შეთანხმებაც მხარეებს შორის 8 მარტს მოხდა. დღევანდელ სხდომაზე უკვე საშუალება მოგვეცა, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და პარლამენტში დავიწყოთ ამ ცვლილებების განხილვა. იურიდიული კომიტეტის სხდომამდე უმრავლესობის სხდომა გვექნება, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს, თუმცა ჩვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია. 92 დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გარანტირებულად. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რადგან ჩვენ უკვე შემდეგ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების პარალელურად, უნდა დავიწყოთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც თანხმობა განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, მათ უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა დამატებით ხმებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში დათვლილი გვაქვს 117 ხმა და იმ შემთხვევაში, თუ ყველა დეპუტატი, ვინც თანხმობა განაცხადა მხარდაჭერაზე, თავის პირობას შეასრულებს, პროექტის მიღებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის