ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ წითელი ნუსხის სახეობა „ნაკადულის კალმახის” დასავლეთ საქართველოს პოპულაციის (რიონის აუზი) 30 000 ლიფსიტა მდინარე რიცეულაში გაუშვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. „მდინარის გათევზიანება ხდება ველური ბუნების სააგენტოსა და ენერგორესურსების კომპანია „ენერგოკორპორაციას" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რომელიც ყოველწლიურად მდინარე რიცეულას ზედა ღობის გათევზიანებას გულისხმობს. ველური ბუნების სააგენტომ რუცეულას შენაკადები უკვე მესამედ დაათევზიანა. სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს