ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოცემა Obozrevatel-ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტური არ არის და მთლიანად დამონტაჟებულია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოცემა Obozrevatel -ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტური არ არის და მთლიანად დამონტაჟებულია.

გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი მისთვის ვალიდურ წყაროს არ წარმოადგენს, რომელსაც დაეყრდნობოდა.

„მე მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი. მე არ ვიცი რა ჩავაფლავე, ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, რომ აკინძულია სიტყვა-სიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა რაღაცეები იქ იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი კანონიერი არ არის და ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს როგორც პროფესიონალმა შემიძლია გითხრათ. თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის მთავარი ცხოვრების მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი ჩემთვის და ინტერესი ვიდრე, ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მითუმეტეს, ჩემი თანამშრომლის, მითუმეტეს სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე და მითუმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა Obozrevatel-ი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. გამოცემის მტკიცებით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ. გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, სააკაშვილი და ადეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე