დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე - ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას ღრმა ამნეზია აქვს

ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია. კარგად იცნობენ მათ და სწორედ ამ ცნობადობით შეფასდებიან არჩევნებზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციური ძალების მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული კანდიდატები ძველი სახეები არიან, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს.

“ესენი არიან ის ძველი სახეები, რომელთაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ საზოგადოებას ძველი ცნობადობით დაუწერს მათ ნიშანს არჩევნების დროს. მე არ მგონია, რომ მათ შეძლონ საზოგადოებისთვის გადამალვა იმ წარსული საქმიანობის, რაც საზოგადოებას დღემდე მძიმედ ახსოვს. ამიტომ, ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია. მათ ეს ძალიან კარგად ახსოვთ. კარგად იცნობს მათ საზოგადოება. სწორედ ამ ცნობადობით შეფასდებიან და აუცილებლად დამარცხდებიან”,- განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი, გლდანში კენჭს ნიკა მელია იყრის, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა