წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალს პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამედიცინო პერსონალს პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ავრცელებს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ დონეზე რესურსების მობილიზება და გადანაწილება მოახდინა, რათა შეძლებოდა COVID-19 პანდემიის პირობებში წარმოშობილ ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირება. მედიკოსების მხარდაჭერა და დახმარება უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველ რიგში ისინი იმყოფებიან დაავადებით ინფიცირების რისკის ქვეშ,“ - აცხადებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წჯსკ-ს მისიის ხელმძღვანელი, მარია კარმენ ეჩესარეტა ინურიტეგი.

მისივე თქმით, „ეს დონაცია ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით განხორციელდა და გადაეცემა ქალაქებისა და სოფლების ჯანდაცვის სტრუქტურებს. დონაცია მოიცავს დამცავ სათვალეებს, ხალათებს, რესპირატორებს, ხელთათმანებს, სადეზინფექციო საშუალებებს, პირბადეებსა და სხვა შესაბამის საშუალებებს, რომლებიც ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დაეხმარება COVID-19-ის ფართო გავრცელებაზე რეაგირებაში. ამ დახმარების მატერიალური ღირებულება დაახლოებით 70 000 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს“.

„ჩვენ მუდმივ კავშირში ვიმყოფებოდით ჯანდაცვის საკითხებში პასუხისმგებელ პირებთან და თვალყურს ვადევნებდით, თუ რა საჭიროებები წარმოიშვებოდა COVID-19-თან დაკავშირებით, რათა დროული და სათანადო დახმარება გაგვეწია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კვლავაც განაგრძობს ჰუმანიტარულ საქმიანობას გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, “ - აღნიშნავს მისიის ხელმძღვანელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა