“საქართველოს ბანკი” - მცირე და საშუალო ბიზნესს სესხს გაუმჯობესებული პირობებით ვთავაზობთ

“საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას “საქართვლოს ბანკი” ავრცელებს. მათი ცნობით, ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვა “საქართველოს ბანკში” უკვე გაუმჯობესებული პირობებით არის შესაძლებელი.

“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, თუ აქამდე მცირე ან საშუალო ბიზნესი ვერ აკმაყოფილებდა სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ახლა ეს პირობები გამარტივებულია - მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური − 5 000 000 ლარს.

„ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით “საქართველოს ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესს სესხს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ბიზნესის მეტი პოტენციალის ათვისებისთვის, მათ უნდა შეავსონ განაცხადი. სესხზე გაუმჯობესებული პირობები ბიზნესებს ფინანსურ რესურსზე წვდომის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების რეალურ შანსს მისცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“,- აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5ee714878637e53c8689ce0e

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა