ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID-ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID-ის ოფისის ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, USAID -ის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ასევე საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს კიდევ უფრო თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში USAID -ის ოფისის ხელმძღვანელს, პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა