მამუკა მდინარაძე - რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში

რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ შემთხვევაში „პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი”.

„ჩემთვის არანაირ მიზანს არ წამოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, რომ უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს თუნდაც ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიცია მათ შორის, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ახმოვანებენ. პიროვნულად არ მიიღოს არც ერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც წარმატების საფუძველი ისიც იქნება, რომ პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი, როდესაც ისინი საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

იხილეთ ვიდეო: რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო