მამუკა მდინარაძე - ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების განცხადება მოცემულობის ბუნებრივი და რელევანტურია, რადგან 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება ყველას აქვს

ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების განცხადება მოცემულობის რელევანტურია,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერის მიმართ, რომ მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცლილებების კენჭისყრაში.

"ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების განცხადება მოცემულობის ბუნებრივი და რელევანტურია, იმიტომ, რომ 8 მარტს შემდგარი შეთანხმების შესრულების ვალდებულება ყველას აქვს და არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას". კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, ისეთს რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი არ ყოფილა, შეთანხმების პირობა იყო ის, რის შესრულებასაც ჩვენ ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ამ შეთანხმების შესრულების დასტურია. ვფიქრობ, რომ თუ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამ შეთანხმების აღსრულებაში მიიღონ მონაწილეობა ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგი იქნება," - განაცხადა მდინარაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო