რომან გოცირიძე - ელჩების განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა

ელჩების განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 8 მარტის მოლაპარაკების ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას.

გოცირიძის თქმით, ელჩების მოწოდება, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, მეტყველებს იმაზე, რომ ელჩები კანონპროექტის ჩაგდების რისკს ხედავენ.

"ამ განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. რას ნიშნავს ფრაზა "სრულყოფილად არაა შესრულებული", ეს გასაგებია. ეს ნიშნავს გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას. რაც შეეხება მოწოდებას, რომ კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა, ხედავენ, რომ არსებობს რისკები, რაც ივანიშვილისადმი უნდობლობაში გამოიხატება.

გავა თუ არა ეს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია ივანიშვილზე. თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს დამატებით 27 კაცი მივცემთ ხმას, ივანიშვილი ყოველთვის იპოვის 37-ს, ვინც არ დაუჭერს მხარს.

დღეს პარლამენტში საკმარისი ხმებია. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, უშუალოდ "ქართული ოცნების" ხელით თუ შემოვლითი გზებით, პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მოსალოდნელი უმძიმესი შედეგებითურთ," - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ასევე, შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს