“აქ.ახლა”, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ

“აქ.ახლა”, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თიბისიდან” აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტი ბიზნესესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

“სესხის მინიმალური მოცულობა - 50,000 ლარია, მაქსიმალური კი - 5,000,000 ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს. ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც COVID-19-ის ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “თიბისის” ცხელი ხაზის - 2 27 27 27 საშუალებით, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან