დიმიტრი ხუნდაძე - საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე

ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვილებებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ხუნდაძის თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე ანუ მინუს ერთით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მიღწეულია. ერთ შემთხვევაში მოღწეულია ის, რომ მაჟორიტარობის შემადგენელი იქნება შენარჩუნებული, არა იმ რაოდენობით რასაც ვითხოვდით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული. ასევე, საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც არის რისკის შემცველი, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შემდგომი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, რაც ახალისებდა ოპოზიციას და ისინი ამის გამო ქუჩას არ ტოვებდნენ და ახდენდნენ მუდმივ დესტაბილიზაციას და აურზაურს, ეს ჩანაწერი გასწორდება. ასე, რომ პრაქტიკულად ჩვენი მოთხოვნები მივიღეთ, დააკმაყოფილა უმრავლესობამ და მხარს დავუჭერთ აუცილებლად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო