სულხან სალაძე - პლატფორმა, რომელიც დოლიძემ, ელისაშვილმა, კობერიძემ და იოსელიანმა დააფუძნეს, პოლიტიკისაკენ მიემართება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ანა დოლიძემ მკაფიოდ უთხრას საზოგადოებას, რა არის მისი მიზანი

პლატფორმა, რომელიც ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა დააფუძნეს, პოლიტიკისაკენ მიემართება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ანა დოლიძემ ღიად და მკაფიოდ უთხრას საზოგადოებას რა არის მისი მიზანი , - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად შეიძლება შეფასდეს ისიც, თუ პირი პირდაპირ არ არის პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ რაიმე ფორმით მონაწილეობს პოლიტიკური მიზნების მქონე პირის მხარდაჭერაში.

„რაც შეეხება პოლიტიკაში ანა დოლიძის მონაწილეობას, რაც უფრო მალე და მკაფიოდ იტყვის ის, თუ რა არის მისთვის გაცხადებული მიზანი და რა სურს მას, ეს მხოლოდ პროცესს წაადგება. მთავარი და მნიშვნელოვანია ახლა, რომ ანა დოლიძემ საზოგადოებას ღიად და მკაფიოდ უთხრას ის მიდის პოლიტიკაში და აქვს თუ არა მას საარჩევნო მიზნები, თუ ის რჩება იუსტიციის საბჭოში. ბუნებრივია, პოლიტიკა შეიძლება, ფართო გაგებით განვმარტოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა, მაგრამ არსებობს კანონი და ეს კანონი მოგვწონს თუ არა, გარკვეული ტიპის უფლებებს უზღუდავს ადამიანს. ჩვენ კანონმდებლობა გვეუბნება: გაცხადებულ პოლიტიკურ მიზნად მათ შორის შეიძლება შეფასდეს ის, თუ პირი პირდაპირ არ არის პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ის რაიმე ფორმით მონაწილეობს ამ მიზნების მქონე პირის მხარდაჭერაში. გუშინდელი პოლიტიკური პლატფორმა, რაც არ უნდა დავარქვათ და როგორც არ უნდა შევაფასოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება თავისი არსით არ არის, რეალურად ეს არის პლატფორმა, რომელიც პოლიტიკისაკენ მიემართება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ანა დოლიძემ ღიად და მკაფიოდ უთხრას საზოგადოებას რა არის მისი მიზანი. იმედი მაქვს, ანა დოლიძე უახლოეს დღეებში ასეთ განცხადებას გააკეთებს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ის ასევე შეეხო ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის დაპირისპირებას. სულხან სალაძე არ თვლის, რომ ნაზი ჯანეზაშვილი "კლანის" წევრია და მისი შეფასებით, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან მნიშვნელოვან და დიდ საქმეს ასრულებს.

„მე არ ვთვლი, რომ ნაზი ჯანეზაშვილი "კლანის" წევრია. ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან მნიშვნელოვან და დიდ საქმეს ასრულებს და მე ვისურვებდი, რომ ბევრი ნაზი ჯანეზაშვილი იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ასევე ვფიქრობ, რომ ანა დოლიძეს მნიშვნელოვანი როლი და სტატუსი აკისრია საბჭოს შემადგენლობაში. მისი და ნაზის მხრიდან "კლანის" მხილება და ამაზე საუბარი მხოლოდ წაადგება პროცესის გაჯანსაღებას, თუმცა ცხადია, ანა დოლიძეს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ რაიმე ფორმით ნაზი ჯანეზაშვილი შესაძლოა, "კლანთან" იყოს დაკავშირებული. მე ამის არც საფუძველი მაქვს და არც განცდა, რომ ამაზე ვისაუბრო“, - აღნიშნა სალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს