ქსელში გადართვების გამო, 21 ივნისს ვაკეში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო, 21 ივნისს ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, იმედაძი, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძი, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს