პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, ასევე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები - მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ესწრებიან.

საკომიტეტო განხილვაზე ასევე იმყოფებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები.

რაც შეეხება ოპოზიციას, ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო