ლევან გოგიჩაიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ჩვენ მხარს დავუჭერთ არა რაღაც დათქმებით, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს

ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ არა რაღაც დათქმებით და გამოთქმებით, არამედ მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავენ.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ შესწევს უნარი იმ რევანშს გაუმკლავდეს, რომლის წინაშეც ქვეყანა დააყენეს.

„გვესმის რა რისკის წინაშე დააყენეთ მომავალი პოლიტიკური პროცესი, როდესაც გაითამაშეთ ეს ეგრეთ წოდებული სცენარი. არ ვიცი ეს ნების იყო თუ უნებლიეთ. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე შედეგი დადგა და ამ შედეგმა ქვეყანა დააყენა რევანშის წინაშე. თქვენ არ გაქვთ უნარი, რომ ამ ქვეყანაში გაუმკლავდეთ რევანშს, იმის გამო, რომ თქვენი პოლიტიკური სტანდარტის მორალური თამასა ძალიან დაბლა დასწიეთ.

ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ არა რაღაც დათქმებით და გამოთქმებით, არამედ მხარს დავუჭერთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს და თქვენი სისუსტის გამო არ მივცემთ პროვოკატორებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყნის სტაბილურობა არ უნდათ, საშუალებას, რომ ეს ტყუილის კასკადი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნის მომავალს. მიუხედავად იმისა მე მომწონს თუ არა ეს შეფარდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სიტყვა უნდა შესრულდეს და ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი. ამ ქვეყანაში მინიმალურად რომ შევამციროთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან სხვადასხვა განზრახვის განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი გავიდეს. უბრალოდ მაინტერესებს, დღეს თქვენ რამდენად იღებთ პასუხისმგებლობას, რომ როგორც მაშინ დავდექით ახალი რეალობის წინაშე, ისე რაღაც ახალი რეალობის წინაშე არ დაგვაყენებთ, როდესაც ეს საკითხი გავა კვირას? ჩვენი ფრაქციიდან 7 ხმა გვაქვს, რაც ჩვენი შესაძლებლობაა,“-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა