მარიამ ჯაში - უაღრესად მისასალმებელი იქნება, თუკი უფრო ფართო სპექტრით მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა

სიამოვნებით გიდასტურებთ, რომ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მხრიდან, 7 ხმა ანუ 100 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობას უფრო ფართო სპექტრი მიიღებს.

" 21 ივნისის სხდომა იქმება უაღრესად მნიშვნელოვანი. აქვე ვუერთდები დიპლომატიური კორპუსის განცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გუნდის წევრის მხარდაჭერის საპირწონედ, ორი საპარლამენტო ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, იმდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ უაღრესად მისასალმებელი იქნება, თუკი, უფრო ფართო სპექტრით მოხდება მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში. 8 მარტის შეთანხმება მოგეხსენებათ, ორი კომპონენტისგან შედგებოდა, პირველი გახლდათ უშუალოდ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება და მეორე იყო დეკლარაციული ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზოგადად მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ზეგავლენებისგან ყოფილიყო სასამართლო სისტემა თავისუფალო, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნებს შორისაც", - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ფრაქციის 7 წევრიდან საკონსტირუციო ცგლილებებს გარანტირებულად 6-ის ხმა ექნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა