ირაკლი კობახიძე - რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდეს, არის მიზერული

რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდეს, არის მიზერული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, ცვლილებათა პროექტს „ქართული ოცნების“ 92, ხოლო უმრავლესობის გარეთ მყოფი 25 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.

„მე ვფიქრობ, რისკი არის მიზერული იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები გამომდინარე იქიდან, რომ 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული ამ დოკუმენტის მხარდაჭერა. ჩვენგან, „ქართული ოცნებისგან“ არის პარლამენტის 92 წევრი, ხოლო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებისგან 25 აქვს დადასტურებული მხარდაჭერა“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა