გედევან ფოფხაძე - ოპოზიციის მხრიდან პროცესის მიმართ დისტანცირება ისეთივე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, როგორც ადრე "ქართული ოცნების" მხრიდან სპექტაკლის გამართვა და კენჭისყრის ჩაგდება

ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის მიმართ დისტანცირება არის ისეთივე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, როგორც ადრე "ქართული ოცნების" მხრიდან იმ სპექტაკლის გამართვა და კენჭისყრის ჩაგდება , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იხილება.

მისივე თქმით, არ იყო სწორი თავის დროზე პროპორციული არჩევნების ჩაგდება.

"ყველასთან ერთნაირი პრეტენზიები ნამდვილად ვერ მექნება, მაგრამ ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და სიმშვიდის თვალსაზრისით გაცილებით წინ ვიქნებოდით. ეს არ იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის მიმართ დისტანცირება არის ისეთივე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, როგორც იყო "ქართული ოცნების" მხრიდან მაშინ იმ სპექტაკლის გამართვა და კენჭისყრის ჩაგდება. რაც იყო იყო. დღეს, ჩემი აზრით, საჭიროა ქვეყნისთვის, ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. არანაირი მორალური უფლება არ აქვს არავის, რომ თვისი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი გახადოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მგონია, რომ ყველამ უნდა ერთნაირად ვაღიაროთ რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ქვეყნისთვის საჭიროა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტმა ამას უნდა უყაროს კენჭი.

"საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვჭირდება როგორც საერთაშორისო იმიჯისთვის, როგორც იმისთვის რომ დიპლომატიურ კორპუსთან ქართული სახელმწიფო არ აღმოჩნდეს დისკრედიტირებული, ასევე ჩვენ შორის, რომ შედგეს ისეთი პოლიტიკური პროცესი, რომ გვქონდეს საშუალება ამ ქვეყანას ყველა ერთად ვემსახუროთ. და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთოთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ სესიაზე. ოპოზიციას არ აქვს უფლება რაიმე სხვა ფაქტორით ამ პროცესს ხელი შეუშალოს. ეს არის ყველას საერთო პასუხისმგებლობის საკითხი", - აღნიშნა ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს