ბექა ნაცვლიშვილი ანრი ოხანაშვილს - რადგან დაადასტურეთ 92 ადამიანი, მართლა გეუბნებით, იმდენად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომ თავს გაუფრთხილდით და ვიღაცამ ავადმყოფობა არ მოიმიზეზოს

ბატონო ანრი, რადგან თქვენ დაადასტურეთ რაოდენობა 92 ადამიანი, მართლა გეუბნებით, იმდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, რომ თავს გაუფრთხილდით და ვიღაცამ ავადმყოფობა არ მოიმიზეზოს,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილის საკანონმდებლო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი კანონპროექტის ჩავარდნა არ იქნება და შეუქცევადი პროცესები განვითარდება, რომლებსაც, მისი თქმით, ისინი გამოიყენებენ ვისაც საქართველო არ უყვარს.

„მერე რომ არ თქვათ, იცით რა, იმიტომ ვერ მოვედი და ჩავარდა, რომ ავად ვიყავი და ა.შ. თავს გაუფრთხილდით მაქსიმალურად, საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი, არ გაცივდეთ, სწრაფად არ იაროთ და ა.შ. რომ ჯანსაღები და ჯანმრთელები მოხვიდეთ აქ და მხარი დაუჭიროთ. ჩვენს ჯანმრთელობასაც ვუსვამ ხაზს და ნებისმიერი ადამიანის ვისი მზაობაც არის მხარდაჭერის. მართლა გეუბნებით, თავს გაუფრთხილდით იმიტომ, რომ ეს თუ ჩავარდა ეს კი არ იქნება უბრალოდ კანონპროექტის ჩავარდნა, მართლა შეუქცევადი პროცესები წავა და ძალიან ცუდად გამოიყენებს სხვა ამ პროცესებს, ვისაც ეს ქვეყანა არ უყვარს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა