ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები არიან

ოპოზიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები აბსოლუტურად რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები არიან,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პირობებში „ქართული ოცნება“ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდება ერთიან კანდიდატებზე, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაგვიადვილდება არჩევნების მოგება. იმ კანდიდატებით, რომლებიც მათ მიერ იყო დასახელებული, კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება არჩევნების პირველ ტურში მოგება, გამომდინარე იქიდან, რომ ესენი არიან აბსოლუტურად რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო