ჯაბა ჯიშკარიანი უმრავლესობას - თქვენ რიგებშიც ვხედავ „ნაცმოძრაობიდან“ გადმონაშთებს, ზოგი ადეიშვილის მსახური იყო, ზოგი მერაბიშვილის, ზოგი სკამზე ასული ვიღაცის სადღეგრძელოს სვამდა

მე თქვენ რიგებშიც ვხედავ „ნაცმოძრაობიდან“ გადმონაშთებს, რომლებიც ზოგი ადეიშვილის მსახური იყო, ზოგი მერაბიშვილის, ზოგი სკამზე ასული ვიღაცის სადღეგრძელოს სვამდა. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა უნდა გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა, თუნდაც ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა.

როგორც ჯიშკარიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, ეს დესტრუქცია არის კოჰაბიტაციის შედეგი და „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის" შემოდინების შედეგი.

„ეს არის ძალიან კარგი პროცესი და ეს გადაწყვეტილება ისტორიაში შევა აუცილებლად, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, გითხრათ მთელი „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ ამით თქვენ იმ სახადს ვერ გადაიხდით და იმ სიტყვას ვერ ასრულებთ, რაც ქართველ ხალხს მიეცით - პროპორციული. ქართველი ხალხი იმ ეტაპზე დარჩა მოტყუებული. ის სიტყვა ვერ აღსრულდა, რა სიტყვაც თქვენ მაშინ გაეცით. რაც შეეხება შეფასებას, ქართველმა ხალხმა მოითხოვა მაქსიმუმი და მიიღო მინიმუმი. ამას ვერ დასჯერდება ქართველი ხალხი და ის მოთხოვნები, რაც ხალხს ჰქონდა, რა დანაპირებიც გაეცით, ამის შესრულება ნებსით თუ უნებლიედ, მოგიწევთ. დაჩი ბერაიამ აღნიშნა, ჩვენმა კოლეგამ შეადარაო მორალური ზღვარი დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთანო“, მეც ასე მგონია და ამაზე შემიძლია, თვეობით გედებატოთ იმიტომ, რომ თქვენ დაუშვით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებაში“, თქვენ დაუშვით ადეიშვილის მოსამართლეები მაღალ თანამდებობებზე და ჩააბარეთ სასამართლო ხელისუფლება. დღეს გიკვირთ, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აკრიტიკებენ ქართულ სასამართლოებს და ვიღაც კრიმინალებს პოლიტპატიმრებს ეძახიან, რომლებიც სისხლისღვრის დაუოკებელი სურვილით აქ არიან, ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენ მიეცით მათ ამის ლეგიტიმაცია, თქვენ მოსპეთ ქართული მართლმსაჯულება და სახე დააკარგინეთ. მე თქვენ რიგებშიც ვხედავ „ნაცმოძრაობიდან“ გადმონაშთებს, რომლებიც ზოგი ადეიშვილის მსახური იყო, ზოგი მერაბიშვილის, ზოგი სკამზე ასეული ვიღაცის სადღეგრძელოს სვამდა. ვფიქრობ, ამ ადამიანებმა უნდა გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა, თუნდაც ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს თემა არაპოპულარულია, მოძველებულია, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს მტკივნეული თემაა. შეიძლება, ეს ახლა ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი იყოს იმიტომ, რომ დისკომფორტს გიქმნით, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, ჩვენ რა გამოვიარეთ? თქვენ ხომ არ იცით რამდენი უძილო ღამე აქვთ გადავლილი ჩვენ მშობლებს. ჩვენ მშობლებს კიდევ არა უშავს, ჩვენ ცოცხლები ვართ, მაგრამ ვიღაცების შვილები სახლებში ვერ დაბრუნდნენ. მინდა ამ გადმოსახედიდან შეხედოთ ამ ყველაფერს. ის ძალა, რომელიც თქვენ გაწყობთ და „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, იმ ე.წ. მაგიდას, ვფიქრობ, თქვენი დაშვებითობაა და თქვენი ნებაა, რომ ისინი დღეს კიდევ ზედმეტს გიბედავენ და აკეთებენ. ეს დესტრუქტია არის კოჰაბიტაციის შედეგი, ეს დესტრუქცია არის „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის შემოდინების შედეგი. ამას კი არ გსაყვედურობთ, გულისტკენით ვამბობ, იმ გულისტკნით რომელიც გამოვიარეთ, იმ 300 ათასი ადამიანის სახელით, ვინც ეს ჭირი და უბედურება გამოიარა. ვფიქრობ, რაღაცებზე უნდა დაფიქრდეთ, უნდა შეასრულოთ ის პირობა, რომელიც თანაბარ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას ეხება. არ უნდა მიეცეს „ნაცმოძრაობას“ საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ის იყოს უპირატესი, ავანგარდში და მთავარ მოწინააღმდეგედ არ უნდა ხატავდეთ, არ უნდა ეხმარებოდეთ ამ ყველაფერში“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანის ამ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა:

„ერთ რამეში შემიძლია, დაგეთანხმოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ჯგუფი და ამ ცვლილებების გატანა კითხვის ნიშნის ქვეშ დაისმება, ეს იქნება სრულად მათი პასუხისმგებლობა. ერთადერთი ჯგუფი, ვისაც ეს აწყობს, ეს დესტრუქციული ჯგუფი იქნება. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი და ამას „ქართული ოცნების“ გუნდი უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა