20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება

20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხვალიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი შემდეგი მუზეუმები გიმასპინძლებენ: თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი; დმანისი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი; ძალისი, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი; ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი; მესტია, მარგიანების საგვარეულო კოშკი; ფოთი, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკი.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმში სტუმრობამდე დამთვალიერებელი შესაბამის რეგულაციებს უნდა გაეცნოს:

დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;

მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;

ღია სივრცეებში დაიცავით სოციალური დისტანცია;

გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ აღემატება 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ დაცული უნდა იყოს მათ შორის სოციალური დისტანცია;

მუზეუმის მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვა.

"ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს განახლებული დროით უმასპინძლებს. მუზეუმი ღია იქნება ყოველდღე, ორშაბათის გარდა 10:00-დან 21:00 საათამდე. *18:00 საათიდან ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის იქნება 1 ლარი. მოსწავლისთვის, სტუდენტისა და პენსიონრისთვის - 0.50 ლარი. მუზეუმში ბოლო ვიზიტორი 20:30 საათზე დაიშვება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო