ბადრი ჯაფარიძე - “ლელო” დაამკვიდრებს სტანდარტს, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი, ასრულებდეს საკუთარ სიტყვას

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ლელო” დაამკვიდრებს სტანდარტს, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი ასრულებდეს საკუთარ სიტყვას.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, არაჯანსაღ პროცესში, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში სტაბილურად მძიმეა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 30 წელი გავიდა, სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა მავნე ტრადიცია დაამკვიდრეს - როგორც წესი, უხვად გასცემდნენ დაპირებებს და არასდროს ასრულებდნენ. შედეგად, საქართველოს მოქალაქე ყოველთვის რჩებოდა მოტყუებული და დემოტივირებული. ამ არაჯანსაღ პროცესში, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში სტაბილურად მძიმეა“, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

მისივე თქმით, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს დაკარგული წლების განცდა და “ლელოს” მიზანი ადამიანების კეთილდღეობაა.

კითხვაზე: ვინ იქნება ლელოს მაჟორიტარი რუსთავში?- ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ რუსთავში და მთელ საქართველოში წარმოადგენს ისეთ კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან ქვეყნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. რაც მთავარია, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის და საკუთარი საქმის მიმართ“.

„ლელოს” ლიდერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების დასრულებულ პროცესს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტია არჩევნებში მონაწილეობას თავიდანვე დამოუკიდებლად გეგმავდა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს