მიხეილ ხიდურელი - ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში, რომ ვიყოთ პირველები, ვინც გლობალურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის გაფართოებას შესთავაზებს

ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში, რომ ვიყოთ პირველები, ვინც მსოფლიო ეკონომიკური გადალაგების პროცესში გლობალურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის გაფართოებას შესთავაზებს , - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა კომპანია "ნესტლესთან" ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა "ნოკიას" შემდეგ, ონლაინ შეხვედრა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან გამართეს.

შეხვედრები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს