გიგი უგულავა - გადაბრალების არანაირი რესურსი არ არსებობს, რადგან "ქართული ოცნების" სიტყვას ფასი აქვს დაკარგული

გადაბრალების არანაირი რესურსი არ არსებობს, რადგან მათ სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. ამიტომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა რაზე იქნება აგებული, დიდად ჩვენ არ გვაღელვებს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში და რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმრები.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში და რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ისეთი, რაც ქვეყნის რეპუტაციას, სტაბილურობასა და მის განვითარებაზეა ორიენტირებული. განსხვავებით „ქართული ოცნებისა“, რომელიც ერთდღიან „პაპსავიკებად“ ჩამოყალიბდნენ, რაღაცას გადაგაბრალებენ, ტალახს მოგცხებენ და მერე აღარც აინტერესებთ, რა ხდება. ეს არის მათი სტილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა