კახაბერ კუჭავასა და კონგრესმენ დევიდ პრაისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) თანათავმჯდომარეს, დევიდ პრაისს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა. აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ სტრატეგიულ ნიშნულზეა და ბოლო წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმა და დინამიკური გახდა. სატელეფონო საუბრისას მხარეები COVID-19-ის შედეგად გამოწვეულ პანდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით ნაბიჯებს შეეხნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომლის საფუძველზეც საქართველოში ლუგარის ცენტრი აშენდა, ასევე წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის ინფორმაციით, კახა კუჭავამ დეტალური ინფორმაცია კონგრესმენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა სხვა მონაწილე მხარეებთან ერთად ამერიკის ელჩის ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს პოლიტიკურ დიალოგში.

"აღინიშნა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხშირ კომუნიკაციაზე, იმისათვის, რომ ამერიკულმა მხარემ მიიღოს სრული და განახლებული ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კონგრესმენი მიესალმება აშშ-ის მიერ საქართველოსადმი ფინანსურ მხარდაჭერას, რაც წლების განმავლობაში და ახლაც აისახება ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კანონში.

კახა კუჭავამ ისაუბრა ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოდინებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის.

სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა პაატა პატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძემ, HDP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დერეკ ლიუტენმა, კონგრესმენ პრაისის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამანტა შიფრინმა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო