დღეს 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.

ამავე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია.

"დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება; ყველა სპიკერი გამოსვლის წინ შეგახსენებთ დისტანციის დაცვის მნიშვნელობას; მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ", - ნათქვამია განცხადებაში.

"20 ივნისიდან სირცხვილის და უსამართლობის ერთი წელი გავიდა.ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო.

ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.

1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა