დღეიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ეტაპობრივად იხსნება

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“. შეიქმნა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება. საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა