ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების 6 თვით, იანვრის ბოლომდე, გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა.

„2014 წლიდან, ევროკავშირის სანქციები ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეკავებას. სანქციები აგზავნის ნათელ სიგნალს : რუსეთმა მინსკის შეთანხმება სრულად უნდა განახორციელოს, ”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაუწესა. სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსებისა და შეიარაღების სექტორებს ეხება.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო