ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს, მოსკოვში აღლუმს არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება, - ამის შესახებ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ვწუხვარ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს ვერ დავესწრები. როგორც იცით, თქვენი მოწვევა დიდი სიხარულით მივიღე, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ამ ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას არ მაძლევს. მივიღე გადაწყვეტილება, თავი შევიკავო მოსკოვში ვიზიტის განხორციელებისგან,“- წერს ფაშინიანი.

ცნობისათვის, მოსკოვში აღლუმზე დასწრებაზე უარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც განაცხადა და ამის მიზეზად ქვეყანაში დაწესებელი კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივება დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა