სამგორის რაიონის გამგებელმა ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი ახალი სკვერი დაათვალიერა

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზემო პლატოს N51ბ კორპუსის მიმდებარედ 610 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, გამწვანებული ზოლები გამოიყო და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 91 620 ლარია. სამუშაოები სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „არბა“ შეასრულა.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონში 4 სკვერის მოწყობა დასრულდა და 8 პროექტი მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა