მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით „შეწამლეს“.

აქციის მონაწილეები სპეციალური ეპიკირებით იყვნენ და ტანსაცმელზე „ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოები ჰქონდათ მიკრული, რომელიც წითელი ხაზითაა გადახაზული.

"სახელმწიფოებრიობისთვის კორონაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც გაიმეტა საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდები, ზუსტად 1 წლის წინ თვალები დაკარგეს ადამიანებმა და ამის გამო ბოდიშიც არავის მოუხდია, ამის გამო არავინ დასჯილა. 1 წლის თავზე ჩვენ ვისწავლეთ და ვიცით, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. დღევანდელი ჩვენი პერფორმანსი ემსახურება სამთავრობო სტრუქტურების, იმ ადგილების შეწამვლას, რომელი ადგილებიც ივანიშვილისადმი ერთგულებით გამოირჩევიან და ერთ-ერთი ასეთი შენობაა კანცელარია, სადაც გიორგი გახარია ზის, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმის ნაცვლად, რომ წასულიყო საერთოდ პოლიტიკიდან და ჩვენი თვალთახედვიდან გამქრალიყო, ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის პრემიერი. ეს არის სირცხვილი და იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ქართველი ხალხის პატივისცემა არ გააჩნია. შესაწამლი აპარატებით აქ იმისთვის მოვედით, რომ მომავალ წელს აქ მოსვლა აღარ მოგვიწიოს და წლევანდელ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცეს "ქართულ ოცნებას", - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

მოძრაობის წევრები გეგმავენ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციები „შეწამლონ“, მათ შორის ისინი უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს