გრიგოლ ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე - ხელისუფლების აღებული ვალდებულება, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, არ შესრულებულა - დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, კერძოდ, ვიდრე გიორგი რურუას არ გათავისუფლდება.

„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ. რაც შეეხება თალაკვაძის მოწოდებას, ორი კი არა შვიდივე დაესწრება, ოღონდაც ბოლომდე შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება. ყველამ ვიშრომეთ ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია თეთრით შავზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის " - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა