„ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ევროპული საქართველო" უარს აცხადებდა საკონტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, კერძოდ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ, 21 ივნისს არის ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო