დავით ბაქრაძე - ჩვენ ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ იმისთვის, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ „გადაგდება“ და წერტილი არ დაესვას პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე „გადაგდება“, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაჩნდება მეტი დრო, რომ სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით დამტკიცება მოხდება, პროკურატურამ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

„სამწუხაროდ, სიმპტომები, რომელსაც დღეს ვხედავთ უმრავლესობის მხრიდან, ძალიან გვაგონებს იმ ყველაფერს, რაც ნოემბერში მოხდა, როდესაც ერთი მხრივ, იყო რწმუნება, რომ არსებობს პარლამენტში საკმარისი ხმები საკითხის გასატანად და ამის პარალელურად, ყოველდღიურად გვესმოდა შეთქმულება, რომ დეპუტატების რაღაც რაოდენობა არ აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმას. ჩვენ მაშინ ვიხილეთ, როგორ უტიფრად და უპასუხისმგებლოდ მოიქცა „ქართული ოცნება“ და როგორ გადააგდო ივანიშვილმა მთელი საქართველო. 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი: პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ მომენტისთვის არცერთი ეს კომპონენტი არ გახლავთ ბოლომდე შესრულებული. გიორგი რურუა რჩება პატიმრობაში და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე „გადაგდება“, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამითი წერტილი არ დაესვას პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალინდელ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა: გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში, გაჩნდება დამატებითი დრო საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გამოშვებასთან დაკავშირებით და მეორე - ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ საშუალებას, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ხვალ საკითხი ჩავარდა პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე რომც ჩავარდეს საკითხი, იმავე დღეს შეიძლება მისი შემოტანა. ანუ ხვალინდელი კენჭისყრა სრულიად გადამწყვეტია. ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხიც და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო