მოძრაობა “გაბედეს” წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ჩანაწერით მივიდნენ

მოძრაობა “გაბედეს” წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის მსგავსად, ბიზნესცენტრთან პერფორმანსი მოაწყეს და მიმდებარე ტერიტორია “შეწამლეს”. “გაბედეს” წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ჩანაწერით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ასევე ჩართეს “ქართული ოცნების” ლიდერების ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, რომელიც ამბობდა, რომ “აქციის ძალის გამოყენებით დაშლა “ქართული ოცნების” ხელწერა არ არის”.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო