ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოელ ჯარისკაცებს „მიზანმიმართული პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ შეტაკებას ინდოელი ჯარისკაცების მიერ მოწყობილ „მიზანმიმართულ პროვოკაციად“ აფასებს, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის თქმით, ინდოელი სამხედროები ჩინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მესაზღვრეებს თავს დაესხნენ.

„ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ინდოელი მესაზღვრეები ძალადობრივად დაესხნენ თავს მოსალაპარაკებლად მისულ ჩინელ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რამაც ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი გამოიწვია,“- განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს საზოგადოებისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ინციდენტს რამდენიმე დღის წინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინდოელი ჯარისკაცების მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. მისივე თქმით, ინდოეთს მშვიდობა სურს, მაგრამ როცა მის პროვოცირებას ახდენენ, ნებისმიერ სიტუაციაში შესაბამისი პასუხის გაცემის უნარი შესწევს.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოელ ჯარისკაცებს „მიზანმიმართული პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა