გიგი უგულავა ხელისუფლებას - ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა

ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

უგულავას თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ ამ გადაწყვეტილებით ჭადრაკის დაფა შემოვუტრიალეთ „ქართულ ოცნებას“. მე იმედი მაქვს, რომ ისინი მოეგებიან გონს და შეასრულებენ სრულად შეთანხმებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის სირცხვილი და ასევე, ჩემთვის პერსონალურად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც ამ სიაში ვიყავი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არ მივცეთ ხელისუფლებას საბოლოო ჩაგდების შესაძლებლობა. პირველი მოსმენა თუ ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ იხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. შესაბამისად, მათ ექნებათ დრო იმისთვის, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას, თუ სრულად არ იქნება შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ახლა ჯერი თქვენზეა ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფრაქციის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა