გიორგი კანდელაკი - ჩვენმა მთავრობამ ბოდიში რუსეთის პრეზიდენტს კი არ უნდა მოუხადოს, არამედ ჩვენ საზოგადოებას, რადგან გავრილოვი შემოუშვეს, პურ-მარილი გაუშალეს და კონცერტი გაუმართეს

ჩვენმა მთავრობამ ბოდიში რუსეთის პრეზიდენტს კი არ უნდა მოუხადოს, არამედ ჩვენ საზოგადოებას, იმისთვის, რომ გავრილოვი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვეს, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომ ის "ბოდიშს არ ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება".

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ყურადღებას მიაპყრობს სერგეი გავრილოვის, საქართველოს წინააღმდეგ 1992-93 წლებში ომში მონაწილის სიტყვებს და იმას, რომ გავრილოვი უწონებს,ქებს 20 ივნისის დილის სხდომის ჩაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ქცევას. ეს ხოტბა და შექება ძალიან მნიშვნელოვანი ილუსტრაციაა იმისა, თუ ვის ინტერესებში შედიოდა და ვის საამებლად გამოიჩინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სისასტიკე 20 ივნისის საღამოს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მთავრობამ ბოდიში რუსეთის პრეზიდენტს კი არ უნდა მოუხადოს, არამედ ჩვენ საზოგადოებას იმისთვის, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, გავრილოვი მაინც შემოუშვეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, 19 ივნისს, პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს და 20 ივნისს, რაც მოხდა, ყველამ იცის", - განაცხადა კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო