კახა კუჭავა - ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვენლოვანია ის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია

„ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას და ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვენლოვანია ის მიღწევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს და სხვა ქვეყნებს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კუჭავა აღნიშნავს, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

,,აქ არის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ევროკავშირის საბჭოს მიმართ, ასევე ევროკომისიის მიმართ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ის შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე მიღწეული გვაქვს, გახდეს გაცილებით ხელმისაწვდომი. იგულისხმება როგორც განათლების რეფორმა მხარდაჭერის კუთხით, ასევე ერთიან ევროპულ ეკონომიკურ ზონაში ინტეგრირების კუთხით. ცალსახადაა ხაზგასმული ასევე თავდაცვისუნარიანობის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი მხარდაჭერა. მთლიანობაში, ეს არის ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და ვისწრაფვოდეთ იმ მთავარი მიზნისთვის, რაც გაგვაჩნია - ეს არის ევროკავშირის წევრობა. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. რეკომენდაციაც პირდაპირ მიუთითებს რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტისთვის კონკრეტული წინადადებებით იყოს წარმოდგენილი ამ ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით მოხსენებულია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა