თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის

პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის.

როგორც ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს, მისი დევიზია „არც ერთი ხმა პუტინს“.

„გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის, მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას - ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია - კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად (ჩემს უბანში).

დევიზი ასეთია: “არც ერთი ხმა პუტინს”! საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს-პენსიას რომ იპარავენ!“, - წერს ჩარკვიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო